ბორჯომში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 17 წლის ახალგაზრდას ოჯახი ეჭვობს, რომ მომხდარში სხვა პირებიც მონაწილეობდნენ. დაკავებულის ბებია-ბაბუა მკვლელობის ღამეს იხსენებენ.
“მე დღეს პარკში მივდივარო, ბებო რატო მიდიხარ-თქო, ვკითხე. 17 წლის ბავშვს რა პრობლემა უნდა ჰქონდოდა, გარდატეხის პერიოდი ჰქონდა, ეტყობა რაღაც მოხდა. ეს ბიჭი, ვინც მოკლულია, იმ კაფეში მუშაობდაო, ამბობენ. ეტყობა რაღაც ჩხუბი მოხდა შიგნით და ეს ეტყობა მივიდა და გააფრთხილა მეპატრონე.
როგორც აქ მეზობლები ლაპარაკობენ, ვიღაცამ ტელეფონზე დაურეკა და გავარდაო და იქ მეეჭვება მარტო ყოფილიყო და მგონი, მარტო ამას არ გაუკეთებია, რაღაცა ჩხუბი იყო იქ და აშველებდნენ” – ამბობენ ოჯახის წევრები.
ბორჯომის ცენტრალურ პარკთან ახალგაზრდა კაცი მოკლეს, შემთხვევა 7 ივლისს გვიან ღამით მოხდა. ჩვენი ინფორმაციით, მოკლული დავით ხაჩიძეა.
ცენტრალურ პარკში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავა. ბრალდებული 17 წლის არასრულწლოვანია, რომელმაც შსს-ს ცნობით, 23 წლის მამაკაცს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა.
ახალგაზრდას ემოციურად ემშვიდობებიან:
“შენ ამ სამყაროს იმ მიზეზით რომ ტოვებ რაც შეგემთხვა როგორ დავიჯეროთ სიკეთის და ბედნიერების სიკეთის და პოზიტივის განსახიერება კაცო ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სუფთა სული”
“დათო როგორ დაგვწყვიტე ყველას გული,რით უნდა გავამხნევოთ შენი გამწარებული დედა”
“ასეთი ანგელოზი ბიჭი მოუკლეს ბორჯომს😔🥺რატომ??????????😭😭😭სიტყვები არ მყოფნის”