რას წერდა 2 დღით ადრე ქუთაისის ტრაგედიამდე, დაღუპილი ბიჭის ემიგრანტი დედა და რა დაწერა, შორს მყოფმა, როდესაც გაიგო მომხდარის შესახებ

0
6072
22 Views

ქუთაისის აეროპორტთან დაღუპული 5 ახალგაზრდიდან ერთ-ერთი ლაშა წიქორაძეა. მისმა ემიგრანტმა დედამ ტრაგედიამდე 2 დღით ადრე დედაშვილობის შესახებ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.

„აი, ასე უნდა ედგე მშობელი შვილს ყოველთვის და მისი თვალებით უყურო სამყაროს! როცა ეშლებათ არც მაშინ მიატოვო და დიდი სიხარულის დატევაც შეაძლებინო, ღირსეულად! არ დატოვო მარტო, არც ერთ სიტუაციაში და აგრძნობინო, რომ შენ სულ ზურგს უკან ხარ, უსმენ, ეფერები, ეკამათები, საყვედურობ თუ ეალერსები – უნდა იცოდეს, რომ შენ მასთან ხარ ყოველთვის, მხოლოდ მასთან!“ – წერდა თეა გუბელაძე.

შვილის დაღუპვის შემდეგ გარდაცვლილის დედამ მორიგი პოსტი დაწერა:

„დე, ხომ გედექი ზუსტად ასე ყოველთვის… შენი თვალებით ვუყურებდი სამყაროს. ხომ მეუბნებოდი, ვაჟკაცური დედა მყავსო, ჩემი ყველაფერ ხარო… რატომ გამიკეთე დე ეს… ორ დღეში შენთან ვიქნები, ჩემო ტკბილო,“ – დაწერა თეა გუბელაძემ.

„უნდა იცოდეს, რომ შენ მასთან ხარ ყოველთვის, მხოლოდ მასთან!…“- 2 დღით ადრე ქუთაისის ტრაგედიამდე, დაღუპილი ბიჭის ემიგრანტმა დედამ დედაშვილობის შესახებ ემოციური გზავნილი გამოაქვეყნა
Cesko