პუტინმა და პრიგოჟინმა მორიგი ფანდი გაითამაშეს უკრაინაზე შეტევის ახალი პლაცდარმის შესაქმნელად? – მთელი “ვაგნერი” ბელარუსში გადადის და სწორედ იქედან დაიწყებს…

0
1337
24 Views

პრი­გო­ჟი­ნის “სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის მარშმა“, მოს­კოვ­ზე მინი-გა­ლაშ­ქრე­ბამ და იმ დროს გა­ჩე­რე­ბამ, როცა რუ­სე­თის დე­და­ქა­ლა­ქამ­დე 200 კმ იყო დარ­ჩე­ნი­ლი, იმა­ზე მეტი კი­თხვა გა­ა­ჩი­ნა, ვიდ­რე მა­ნამ­დე არ­სე­ბობ­და.

ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, კონ­კრე­ტუ­ლად რა პი­რო­ბე­ბით მორ­ჩა სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბა და რას შე­პირ­დნენ პრი­გო­ჟინს, თუმ­ცა მე­დი­ა­ში არა­ერთ ვერ­სი­ა­ზე მსჯე­ლო­ბენ.

26 ივ­ნისს, ბე­ლა­რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნი მინ­სკში, სას­ტუმ­რო Green City-ში შე­ნიშ­ნეს. გარ­და ამი­სა, “ვაგ­ნე­რის“ მი­ღე­ბის ცენ­ტრე­ბი, სა­დაც მო­ხა­ლი­სე­ებს შე­უძ­ლი­ათ ჩა­წე­რა, მთე­ლი რუ­სე­თის ფარ­გლებ­ში, ისევ ამუ­შავ­დნენ. ამ ორმა გა­რე­მო­ე­ბამ, რუ­სებს ცოტა თავ­გზა აუბ­ნია. მათ ვე­ღარ გა­უ­გი­ათ, პრე­ზი­დენ­ტის მუ­ქა­რა, პირ­გო­ჟი­ნის­თვის 20 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბე­ბი, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ვერმ­ტფ­რე­ნე­ბი და და­ხო­ცი­ლი რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბი – ყვე­ლა­ფე­რი ასე და­უს­ჯე­ლად შერ­ჩა “ვაგ­ნე­რის“ ლი­დერს?! მსჯე­ლო­ბენ იმა­ზე, რომ იქ­ნებ, შერ­ჩე­ნა-არ შერ­ჩე­ნა­ზე სუ­ლაც არ არის სა­უ­ბა­რი და ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა მო­რი­კი “ტრი­უ­კი“ შე­მოგ­ვთა­ვა­ზა.

“რჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, თით­ქოს, “ვაგ­ნე­რის“ ბე­ლა­რუს­ში გა­დას­რო­ლა – წი­ნას­წარ გათ­ვლი­ლი ნა­ბი­ჯია, რო­მე­ლიც სა­ჭი­რო იყო არა მხო­ლოდ რუ­სე­თის მო­სახ­ლე­ბის­თვის “მი­ე­ყი­დათ“, არა­მედ მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის. უბ­რა­ლოდ რომ გა­და­ეს­რო­ლათ იქ, გან­სა­კუთ­რე­ბით ბირ­თვუ­ლი არ­სე­ნა­ლის გა­და­ცე­მის შემ­დეგ, ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­ჭარ­ბე­ბულ ხმა­ურს გა­მო­იწ­ვევ­და“ – წერს ერთ-ერთი რუ­სუ­ლი არხი “ტე­ლეგ­რამ­ზე”.

გავ­რცელ­და ასე­ვე ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბე­ლა­რუს­ში არა მ­ხო­ლოდ პრი­გო­ჟი­ნი, არა­მედ მთლი­ა­ნად “ვაგ­ნე­რი“ გა­და­დის. უფრო მე­ტიც, სხვა­დას­ხვა წყა­რო­ე­ბის ცნო­ბით, მო­გი­ლე­ვის ოლ­ქში, კერ­ძოდ კი ოსი­პო­ვიჩ­ში “ვაგ­ნე­რის“ ჯა­რის­კა­ცე­ბის­თვის სა­ვე­ლე ბა­ნა­კის მშე­ნებ­ლო­ბა და­ი­წყო.

ამ სი­ახ­ლე­ებ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბა ორად გაყო. ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ “ვაგ­ნე­რი“, სა­ვა­რა­უ­დოდ, კი­ევ­ზე გა­ი­ლაშ­ქრებს, ან სტრა­ტე­გი­უ­ლი რე­ზერ­ვის სა­ხით დარ­ჩე­ბა ბე­ლა­რუს­ში. ნა­წი­ლი კი არ მი­ე­სალ­მე­ბა პრი­გო­ჟი­ნის­თვის ამ­ბო­ხის შერ­ჩე­ნას და მას­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­კის­რე­ბას ითხო­ვენ.

ბე­ლა­რუ­სის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ნა­ი­რი კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია სა­ვა­რა­უ­დო სა­ვე­ლე ბა­ნა­კე­ბის შე­სა­ხებ.

ასე­ვე, პრი­გო­ჟი­ნის ამ­ბო­ხის მთა­ვა­რი სა­მიზ­ნე­ე­ბი – შო­ი­გუ და გე­რა­სი­მო­ვი ამ მო­მენ­ტამ­დე თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე რჩე­ბი­ან.

ambebi.ge

Cesko