საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

0
1268
200 Views

საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:

“სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექცია, პედაგოგიური კოლექტივი ტექპერსონალი, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი ყოფილი თანამშრომლის ქალბატონი ნუნუ მგელაძე-პატარიძის მოულოდნელი გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახსა და ახლობლებს.
ქალბატონი ნუნუ 37 წლის განმავლობაში მუშაობდა ახალსოფლის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლად და დიდ პატივისცემას იმსახურებდა პიროვნული თვისებებისა თუ საქმისადმი პრინციპული და პატიოსანი დამოკიდებულების გამო. იგი გამოირჩეოდა ადამიანების მიმართ კეთილგანწყობით, ყურადღებითა და უსაზღვრო მზრუნველობით, მუდამ გამოხატავდა სითბოსა და თანადგომას კოლეგების მიმართ, საქმიან ურთიერთობებში დაუზარებლად მოქმედებდა, მაღალი პროფესიონალიზმითა და დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა დაკისრებულ მოვალეობებს და ქმნიდა ურთიერთპატივისცემაზე დამყარებულ კომფორტულ სამუშაო გარემოს. ცხოვრებისადმი უშრეტი სიყვარული იგრძნობოდა ქალბატონი ნუნუს განსაკუთრებულ დამოკიდებულებაში ახალგაზრდების მიმართ, იგი გულწრფელად ხარობდა მათი წარმატებებით და უშურველად უზიარებდა საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას.
მუდამ ხალისიანი, მომღიმარი და სიკეთით სავსე ქალბატონი ნუნუ განუზომელი დანაკლისია ოჯახის, ახლობლების, სოფლის და სკოლისათვის!”

Cesko