„ზუსტად ვიცი, რომ მოხდა ჩხუბი მიშასა და გიულის შორის… სააკაშვილმა წონაში მოიმატა და კვებაც შეცვალა“ – რა მოულოდნელი ინფორმაცია ვრცელდება ექსპრეზიდენტზე, რომელიც „სიკვდილის პირას იყო მისული“

0
3717
39 Views

„არის ინფორმაცია, რომ წონაში მოიმატა. ეს მე ადრეც მსმენოდა. მანამდე სასწორი ჰქონდა ოთახში და წონას თავად აკონტროლებდა, რომ ვაითუ მოიმატოს! ასევე ვიცი, რომ კვება შეიცვალა. იმოქმედა იმან, რომ ხედავს, ციხიდან ვერ გამოიყვანენ“, – ამის შესახებ პეტრე მამრაძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ოჯახის ახლობლებისგან, აი, ქალბატონი გიულის ხაზით, ინფორმაცია ჟონავს და ზუსტად ვიცი, რომ მოხდა ჩხუბი შვილსა და დედას შორის, სანამ სტრასბურგიდან პასუხი მოვიდოდა. სააკაშვილი ჩვეული ემოციურობით ყვიროდა, რომ ამდენი თანხები ტყუილად დაიხარჯა. აი, ამხელა მასშტაბის კამპანია იყო აგებული ტოტალურ სიცრუეზე და მათ შორის, CNN-ზე რომ 12-წუთიან სიუჟეტს გაუშვებენ – ჟურნალისტური ეთიკის სრული ფეხქვეშ გათელვით, ეს ხომ ადვილი არ არის! ეს ყველაფერი ტყუილად დაიხარჯა. დაახლოებით, როგორც პიპინია ერისთავი ამბობს – ახლა ყველაფერსაც შევჭამ, ყველაფერსაც დავლევ და ყველაფერს ვიზამ, აზრი არ აქვს! ეს იყო მაშინ.

არის ინფორმაცია, რომ წონაში მოიმატა. ეს მე ადრეც მსმენოდა. მანამდე სასწორი ჰქონდა ოთახში და წონას თავად აკონტროლებდა, რომ ვაითუ მოიმატოს! ასევე ვიცი, რომ კვება შეცვალა. იმოქმედა იმან, რომ ხედავს, ციხიდან ვერ გამოიყვანენ“, – განაცხადა მამრაძემ.

Cesko