თბილისში 6-მა ცნობილმა ექიმმა პაციენტს განაჩენი გამოუტანა… თურქეთში კი გაირკვა, რომ ყველაფერი ტყუილი ყოფილა – თიკო ფეიქრიშვილის სკანდალური მიმართვა

0
3685
25 Views

სოციალურ ქსელში ჟურნალისტ თიკო ფეიქრიშვილის სკანდალური მიმართვა ვრცელდება:

,,რამდენიმე კვირის წინ ჩემს მეგობარს საშინელი დიაგნოზი დაუსვეს, აქ თბილისსში “ცნობილმა” ექიმებმა, თან არაერთმა. კანის კიბოს გარდა, რომელზეც უკვე ვეღარ ვდარდობდით, მწვავე ლიმფომა დაუდგინეს, სხეულის 3 ადგილას სიმსივნური წარმონაქმნით (კატეს დსკვნით) და ეგრევე სასწრაფოდ ქიმია დაუნიშნეს, ესეც მიდიოდა გადასხმაზე, როდესაც მეორე მეგობარმა შეაჩერა, იქნებ თურქეთში რამე გავარკვიოთო, მოკლედ მოვძებნეთ სტამბულში ონკოჰემატოლოგი, დავჯავშნეთ ვიზიტი და სასოწარკვეთილებმა და დახოცილებმა გავუშვით, ფუძის ძვლიდან ბიოფსიის ასაღაბად. იმავე დილას მომწერა, სისხლის ლიმფომა კი არა ანთებააო, ხალხო სიმსივნე კი არა ანთება ყოფილაო, ან-თე-ბა, რაც ალბათ კანისგან არისო და გაუშვეს ონკოდერმატოლოგთან. იმან უთხრა კიო, გავსო, მაგრამ უნდა ამოვჭრათ რომ დიაგნოზი დავსვათო. ჰოდა, ეხლა პასუხი მოვიდა, დერმატიტიაო, განა კანის კიბო, დერ-მა-ტი-ტიო.

ჩვენ კი დავიხოცეთ და იმ 6 ექიმს მერე ჩამოვუვლი, როცა გამოვფხიზლდებით”, – დაწერა ჟურნალისტმა.

Cesko