“აკია ბარბაქაძე მუხლზეა გადასამტვრევი, მარტის კატა უგულავაზე აღარაფერს ვამბობ…”- ვატო შაქარაშვილი

April 8, 21:17
0
1111

გია გაჩეჩილაძის, იგივე უცნობის მოძრაობა ,,აი იას” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ,,ოცნების” ყოფილი დეპუტატი თბილისის საკრებულოში სამხედრო ექსპერტ აკია ბარბაქაძეზე წერს:
,,აკია ბარბაქაძე არის მუხლზე გადასამტვრევი (მე არ გავაზიარებ რაც იკადრა), მარტის კატა უგულავაზე აღარაფერს ვამბობ… ამ ყველაფერს რომ კადრულობთ, მერე მიწაზე ამაყად როგორ დააბიჯებთ, ოჯახის წევრს როგორ ეხუტებით, თუმცა თქვენ ოჯახი რა იცით, მე თქვენი არაადამიანი დედები ვატირე!”.
მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, აკია ბარბაქაძე ხელისუფლების მკვეთრი კრიტიკით გამოდის.
,,ცდილობენ, დასხდნენ პირდაპირ რუსულ ნარატივებზე. სიმონიანის რაღაც პროპაგანდისტულ ქვეგანყოფილებად აქციეს პარლამენტი, ეს სამარცხვინოა, ეს დამღუპველია, ამას შედეგები მოჰყვება… რეპტილიასთან შენ ქცევის ალგორითმს ვერ გამოიცნობ, აზრი არ აქვს, შენ იმას აჭარულს წაუცეკვებ თუ ჩაკრულოს უმღერებ, რეპტილია არის ინსტინქტი და რუსეთი არის ინსტინქტზე აწყობილი, ის არის მხეცი, კლავს ბავშვებს, 10 წლის ბავშვებს აუპატიურებს, აძრობს კბილებს და თქვენ შეგიძლიათ ამის შემდეგ მითხრათ, რომ ჩვენს ქცევას რაიმე მნიშვნელობა ექნება?..

ლამის ერთი კვირაა, მოვითხოვ ხელისუფლებისგან, პარლამენტის თავმჯდომარისგან და პრემიერმინისტრისგან, რომ გამოვიდნენ და თქვან, რომ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში ისინი სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დაიცავენ საქართველოს, ანუ შეასრულებენ კონსტიტუციურ მოვალეობას, დაიცვან საქართველოს სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, მაგრამ არა. როდესაც ხელისუფლება იძახის, რომ ომს აზრი არ აქვს, ეს ეწინააღმდეგება ჩვენს სტრატეგიულ დოკუმენტებს.

დოკუმენტებში გვიწერია, რომ ერთადერთი გზა ომის თავიდან ასაცილებლად არის შეკავების პოლიტიკა. შეკავების ერთადერთი ინსტრუმენტი არის თავდაცვის ძალები და მისი სიძლიერე და არა ენის მოჩლექით ლაპარაკი, – განაცხადა აკია ბარბაქაძემ ,,პალიტრანიუსის” ეთერში.

Cesko