“ხშირად მეგობრების ბარათებით უყიდია ოჯახისთვის საჭმელი, უკაპიკოდ დარჩენილს ბევრმა უთხრა ფულის სესხებაზე უარი”- ხერხეულიძე გვარამიაზე

May 18, 19:05
0
352

ნაციონალური მოძრაობის წევრი ეკა ხერხეულიძე ტელეკომპანია ,,მთავარის” შექმნის ისტორიას იხსენებს და ნიკა გვარამიაზე წერს:

,,რუსთავი 2″ რომ წაიღეს, სამი დღე იწვა. თავის ინტერვიუში ახსნა რა ტანჯავდა (დასავლეთის ხელით თავისუფალი სიტყვის გაუქმება). დღეს ძალა მოიკრიბა,ა დგა და მოვიდა. მიწვა დივანზე, თმაში ხელებს ნერვულად ამოძრავებდა, უცებ წამოჯდა და მეუბნება, აქ რომ ხალხი მოვიყვანო, შეიძლება? რას მეკითხები, აბა რა უნდა ქნა-მეთქი…

არაფრის მქონემ დაიწყო ახალი ტელევიზიის კეთებაზე ფიქრი. ნაქირავები ბინის ქირა, ბავშვების სწავლის გადასახადი, გიკო ამერიკაში, უკაპიკოდ დარჩენილი სოფო… მოკლედ, თავზე ჰქონდა ჩამომხობილი ყველაფერი.

ყველა მახსოვს, ვინც სულ მცირედიც კი გაიღო მაშინ მისთვის. ისინიც მახსოვს, შიშველი ხელებით დარჩენილს რამდენმა უთხრა ფულის სესხებაზე უარი…
ამ დღის მერე ჩემს სახლში თანამოაზრეების რიცხვი იზრდებოდა, ზოგი კაბელის გაჭიმვის ტექნიკურ დეტალებზე დარდობდა, ზოგი ტექნიკის უბრალოდ არარსებობაზე…

ასე დაიბადა 19 დღეში “მთავარი”… ვისაც არ ეზარებოდა, ყველა ნიკას შემოსავალს ითვლიდა, რასაც იშვიათი გამონაკლისის გარდა, ფიზიკურად ვერ იღებდა. უამრავი შემთხვევა ყოფილა, როცა მეგობრების ბარათებით უყიდია ოჯახისთვის საჭმელი. თავის ხელფასს ას ნაწილად ყოფდა, სოხუმელი კლასელებისთვის, გაჭირვებულებისთვის, დახმარების მომლოდინე ადამიანებისთვის.
სახლი მაგას არ აქვს და კარი, რაც აქვს, იმას ისედაც ხედავდით -სათვალეები, ფეხსაცმელები და ამგვარი სისულელეები. დარწმუნებული ვარ, ახლაც კაპიკი არ აქვს სოფოსთვის დატოვებული. ზუსტად ისე, როგორც მაშინ, რ2-დან რომ წამოვიდა.

მაინც ყველაზე ხელგაშლილი და კეთილია. ვერასდროს შეამჩნევ, რა უჭირს. მის გვერდით ყველა ძლიერია. შეპყრობილი იდეალისტია და არასდროს ნებდება. უშიშარი მეომარია, ხუთოსანი ბიჭისთვის არადამახასიათებელად მამაცია. საოცრად ამაყია თავისი მშობლებით, უწესიერესი მებრძოლი მამით და დედით. მთავარი, რაც განასხვავებს ყველასგან, ეს არის მისი ნიჭიერება. ნიჭიერება და სიმამაცე კი ისეთი უნიკალური სინთეზია, ვერაფერი მოერევა…”

Cesko