რომან გოცირიძე – სალომე ზურაბიშვილს არავინ აპატიებს, რომ ნიკა გვარამია არ შეიწყალოს

0
458
36 Views

კარგია, რომ ხვდება იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს, მაგრამ რომ არ ხვდებოდა დასაფიქრებელია, თუ ხვდება ძალიან კარგი, მაგრამ ამ შეხვედრაზე რომ ყურს აუწევენ ფაქტია, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, როცა მსგავსი შეხვედრის გადადების შესახებ ხდება ცნობილი, ცხადია, ინტერპრეტაციებიც ჩნდება.

„კარგია, რომ ხვდება, მაგრამ რომ არ ხვდებოდა დასაფიქრებელია, შეთქმულების თეორიებში არ გადავალ. ფაქტია, რომ მათ გადადეს შეხვედრა. არც ესაა გამორიცხული, რომ ეს იყო რაღაც სიგნალი, რაღაც მესიჯი. ხდება ხოლმე, შეიძლება დღეს არ შეხვდე, მერე შეხვდე და ლუფტი დატოვო სალაპარაკო, რატომ არ ხვდებოდი. მითუმეტეს, როცა შვედეთისა და ფინეთის ელჩს ხვდება და ამ დროს ამბობენ, რომ არ ხვდება ღარიბაშვილს. შემდეგ ცხადია, მიეცა ინტერპრეტაციები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. თუ ხვდება ძალიან კარგი, მაგრამ ამ შეხვედრაზე ყურს რომ აუწევენ, ფაქტია“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამასთან, როგორც მან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, ეს ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით მათი გაბრაზებული და სწრაფი რეაქცია იყო, ასევე იდეების მოსინჯვა.

„უკვე ვიცით, რომ ელისაშვილი, „გირჩი“ არ გამოვა, არავითარი აზრი ცალკე რომელიღაც პარტიის დემარშს არ აქვს. ამ შემთხვევაში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რომ დატოვოს პარლამენტი, ეს „ქართული ოცნების“ წისქვილზე დაასხამს წყალს. ან ხდება სრულიად იზოლირება „ქართული ოცნებისა“ და სრულიად მარტო დატოვება პარლამენტში, რომელსაც შეიძლება დასავლეთში რაღაც რეაქცია ჰქონდეს, თუმცა კარგად ვიცით დასავლეთის რეაქცია, პარლამენტში პოლიტიკური ცხოვრების როლისა და მათი დამოკიდებულების შესახებ. ვიცით ეს. თუ ეს ერთდროულად არ ხდება, დასათვლელია ვინ იგებს და ვინ აგებს. როცა შენ განაცხადს აკეთებ დაჩქარებულ გაწევრიანებაზე, ნიკა გვარამიას დაპატიმრება იყო ძალიან სერიოზული შეცდომა და ამას ყველა განიხილავს როგორც ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი ჩვენი საკითხის დადებითად გადასაწყვეტად. ასევე შეიძლება იყოს განხილული ოპოზიციის მიერ პარლამენტის დემარში როგორც ქვეყანაში ლეგიტიმური საპარლამენტო ინსტიტუციის არარსებობის კუთხით ამ საკითხის განხილვა. ყველა უნდა იყოს პარლამენტს გარეთ, ან ყველა პარლამენტს შიგნით!

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხს, თუ უნდა სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის შემდეგ ვინმემ ხელი ჩამოართვას, მაკრონი იქნება თუ ა.შ. არავინ არ აპატიებს მას, რომ ნიკა გვარამია არ შეიწყალოს. მან შეიწყალა უგულავა, ოქრუაშვილი, გიორგი რურუა, რომელსაც ჩაუდეს „პისტოლეტი“ და ასე ჩაუდეს მანქანა ნიკა გვარამიასაც“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

Cesko