“ამას ბოლო როდის უნდა მოეღოს?! განადგურდა ხალხი!!! კიდევ 25-40 და მეტი წლის წინ ეს კეთდებოდა და დღეს რა ხდება, XXI საუკუნის 20-იან წლებში? სად არის ის სისტემები?!…”

0
4064
68 Views

‼️რამდენიმე დღის წინ ძლიერ ელვას შევესწარი კახეთის თავზე.
მეორე დღეს კახელ თანამშრომელს ვკითხე, ხომ ისე ხომ არ იწვიმა, რამე გაეფუჭებინოს თქო და გადავრჩითო, უხაროდა ..
თურმე სულ ტყუილად, რადგან ბუნებას თავის კანონი აქვს და ქუხილს მეტ წილად წვიმა მოსდევს….
ამჯერად, წვიმა ყოფილა ისეთი, ქუხილს ბევრად რომ აღემატებოდა – განადგურდა ხალხი!!!
დიახ, ხალხი!
რადგან, გლეხისთვის მოსავლის განადგურება მისი ოჯახის განადგურების ტოლფასია!!!

90-იან წლებში 5 წელი ვიცხოვრე მოსკოვში. ხოდა, ამ 5 წლის განმავლობაში არცერთი დიდი დღესასწაულის დროს არ უწვიმია, რადგან ქალაქის მერია სპეც. მოწყობილობებით და სპეც. თვითმფრინავებით ფანტავდა ღრუბელს, რომ ხალხისთვის ზეიმი არ ჩაეშალათ. იქ კი უყვართ სახალხო ზეიმები, ანუ საკმაოდ ბევრია წლის განმავლობაში..
კახეთში, ღრუბლების გასაფანტი სისტემები კომუნისტებმა დააყენეს პირველად და ეტყობოდა მხარეს მოვლა-პატრონობა!!!
იმის თქმა მინდა, რომ ტექნიკურად ეს ყველაფერი შესაძლებელი იყო, ჯერ კიდევ 25-40 და მეტი წლის წინ…
და დღეს რა ხდება, XXI საუკუნის 20-იან წლებში???
სად არის ის სისტემები და რატომ არ არის დამატებული კიდევ უფრო ახლები???
როდემდე უნდა აცხოვროთ ხალხი პაპუასებივით და როდემდე უნდა აწამოთ???
რატომ აკეთებთ ამას, თქვე უჯიშოებო?!
ადრე პოსტი მედო თარიღებით, რომელ წელს რა სახის დივერსია მოუწყეს საქართველოს ხელისუფლებებმა სოფლის მეურნეობას და გაიხენ შუაზე ფაქტჩექერები, ცრუ ინფორმაციააო, ესე იგი, ეგ კინწურას კანტორა ნაცებსაც ემსახურება და ქოცებსაც!
უბრალო ადამიანი იკითხავს, რატომ ხდება ასეო?
გეტყვით… ფულის გამო!!!
შიმშილობის გამომწვევის გლობალურ პროგრამებს რომ თავი დავანებოთ, ადგილობრივი ნაგვები, ამ ყველაფერს აკეთებენ უბრალოდ ფულის გამო!
საკუთარი ღორი მუცლის გამო.
რადგან, ვისაც სასოფლო მეურნეობის უსაფრთხოება აბარია, აბარია ღრუბლის მოძრაობის განსაზღვრა და შესაბამისი ქმედებების დაგეგმვა ევალება, სწორედ ისინი გეგმავენ ყველაფერს ისე, რომ რაც შეიძლება მეტი ზიანი მიადგეს ხალხს!
შემოიტანენ მერე სიმინდსაც, ხორბალსაც, ხილსაც და ააყვავებენ საკუთარ ბიზნესს!
ეს გაუნათლებლობა და არაკვალიფიციურობა არ არის!
ეს არის სპეცოპერაცია გლეხის წინააღმდეგ!
და კიდევ, სახელმწიფო რა ზარალსაც ვითომ ანაზღაურებს, ეს არის ბიუჯეტის ფული, ანუ ფული ჩვენივე ჯიბიდან!!!!
ანუ, ხალხი ჩვენი ფულით ვთესავთ,
ჩვენივე ფულით ვინადგურებთ თავს
(რადგან სოფლის მეურნეობის უსაფრთხოება თავის ტექნიკიანა ბიუჯეტიდან, ანუ ჩვენივე ფულით ფინანსდება) და ჩვენივე ფულით გვინაზღაურებენ ზარალს, ოღონდ კაპიკებით…
და მერე, იმპორტის ბიზნესს რომ აიწყობენ, ანუ იმ პროდუქტს შემოიტანენ, რაც გაგვინადგურდა, იქაც ჩვენი ჯიბიდან მიუვათ ფულები!!!!
ამას ბოლო როდის უნდა მოეღოს?!
დახვრეტა ცოტაა ამ უნამუსოებისთვის!

“ხალხი შემოსავლის გარეშე დარჩა, ქონება ნადგურდება” – რა ხდება კახეთში?

მაია დვალიძე, პუბლიცისტი; სოციალური ქსელი

 

Cesko