მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, ყოვლადუსამღვდელოესი გიორგი ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმისთვის დაკავებულ სოსო მაისურაძეს მხარდაჭერას უცხადებს

0
808
20 Views

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმისთვის დაკავებულ სოსო მაისურაძეს მხარდაჭერას უცხადებს. როგორც ეპისკოპოსი სოციალურ ქსელში წერს, მაისურაძემ პასუხი გასცა “ფსევდო ლიბერალური ღირებულებების მქონე, ტრადიციების მაგინებელ ზურაბ ჯაფარიძეს” :

“მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო სოსო მაისურაძეს, რომელმაც პასუხი გასცა ფსევდო ლიბერალური ღირებულებების მქონე ჩვენი ტრადიციების მაგინებელ ზურაბ (გირჩს). რომელიც მრავალი წელია პოლიტიკას ამოფარებული ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა და ერს ულანძღავს ყველაფერ წმინდას. იმთავითვე ცხადი იყო, რომ ჩვენს საზოგადოებაში მისი პროვოკაციული საქმიანობა არ დარჩებოდა პასუხგაუცემელი. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანული ეთიკისათვის მიუღებელია ყოველგვარი ძალადობა, მაგრამ ძალადობაა ისიც, რასაც ეს “ნეოლიბერალური”ორგანიზაციები ეწევიან ჩვენს ქვეყანაში”, – წერს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი.

Cesko