„ახლა 47 წლის იქნება…“ – ანრი ჯოხაძე ამბობს, რომ მისი ძმა, სავარაუდოდ, ცოცხალია და მშობლები მოატყუეს

0
727
21 Views

ანრი ჯოხაძე გადაცემაში „ნოესთან“  იყო სტუმრად, სადაც უცნობი ამბის შესახებ ისაუბრა. სამე ეხება მის უფროს ძმას, რომელიც ჩვილობის ასაკიდანვე გარდაცვლილად არის მიჩნეული, მაგრამ ანრის უკვე საფუძვლიანი ეჭვი აქვს, რომ ის გააშვილეს, ცოცხალია და ახლა 47 წლის უნდა იყოს.

„ეს არის ურთულესი ამბავი ჩვენს ოჯახში, დედმამიშვილებში მაგდა არის უფროსი, მაგრამ მანამდე ჩემს მშობლებს შეეძინათ ვაჟი, რომელზეც სამშობიაროში უთხრეს, რომ გარდაიცვალა. დღეს ძალიან ბევრი რამ გაიშიფრა იმ წლებში ბავშვების მოტაცება გაშვილების შესახებ. ამას წინათ თამუნა მუსერიძესთან ვსაუბრობდი და მან დამაკვალიანა საიდან უნდა დამეწყო სიმართლის დადგენა.

დღეს საკმაოდ მყარი ეჭვი მაქვს, რომ ჩემი ძმა, რომელიც ჩემი მშობლების პირველი შვილია, ცოცხალია და სადღაც გაშვილებულია. ახლა უნდა იყოს 47 წლის.

მთელი ცხოვრება მაქვს ამისი განცდა, ყველაზე რთულია რუსიკოსთვის ამ ყველაფრის გააზრება,  დამოუკიდებლად ვეძებ, მაგრამ რუსიკომ იცის. ექიმი, რომელმაც ამშობიარა დედა, ერთ-ერთ ეჭვმიტანილად არის მიჩნეული ამ საქმეში“ – თქვა მომღერალმა.

Cesko