20 Views
ცოტა ხნის წინ, ბათუმში, კორპუსიდან 15 წლამდე გოგო გადმოვარდა. შემთხვევა პუშკინისა და ლორიას ქუჩების გზაჯვარედინთან მოხდა. ინფორმაცია ტვ25-მა გაავრცელა და როგორც ადგილობრივები კომენტარებში წერენ, გოგონა მაღალი სართულიდან გადმოვარდა. იგი კლიმიკა „ბაუში“ გადაიყვანეს და რთულ მდგომარეობაშია.
„მანქანის ლუკში ჩავარდა პირდაპირ. ხმა ჰქონდა სასწაული. ღმერთმა გადაარჩინოს“ – წერს ბათუმელი ქალი, რომელიც თავად შეესწრო უბედურ შემთხვევას.
განახლებული ინფორმაცია:
ბათუმში, კორპუსიდან გადმოვარდნილი 15 წლის გოგო გარდაიცვალა. როგორც კლინიკა ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალში განაცხადეს, არასრულწლოვანს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა და ის საოპერაციოში შეყვანამდე გარდაიცვალა.