23 Views
ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. „ოდიშინიუსის“ ინფორმაციით, 15 წლის მოზარდი ჯერ სცემეს, შემდეგ კი მას ე.წ. „შტირი“ მუცელში ჩაარტყეს.
მოზარდებს შორის გარჩევა მესხიას ქუჩაზე, ხიდთან მდებარე სპორტულ მოედანზე მოხდა. შელაპარაკება ცოტა ხანში ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ერთმა ახალგაზრდამ კი 15 წლის ს.მ.-ს დანა რამდენჯერმე ჩაარტყა.
როგორც ცნობილია, კონფლიქტის შემდეგ მოზარდები გაიქცნენ, მძიმედ დაჭრილი ს.მ. კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე მოზარდი, რომლებიც ჩხუბში მონაწილეობდნენ, პოლიციამ უკვე დააკავა.