22 Views
„შეერთებულ შტატებს ევროპის დაშლა და აქ დომინირება სურს“, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გამო, მსოფლიო შიმშილის, სიცივისა და სიღარიბისთვის არის განწირული.
„უკრაინის კონფლიქტის მიზეზი უფრო დიდია, ვიდრე უკრაინა. შეერთებული შტატები ახლა ახორციელებს ზეწოლას ევროპაზე და სურს მისი დაშლა. მათ უნდათ, რომ ეს „ქვაბი“ მოხარშონ, რათა აქ დომინანტები გახდნენ.
სანქციებზე საუბრისას, ისინი უკვე იძულების ინსტრუმენტიდან მშვიდობაზე და უსაფრთხოებაზე გლობალური მასშტაბის კომპლექსურ საფრთხედ გადაიქცნენ. მთელი მსოფლიო განწირულია შიმშილის, სიცივისა და სიღარიბისთვის“, – განაცხადა ლუკაშენკომ.