ახალი კანონით, რუსეთში სსრკ-ის ნაცისტურ გერმანიასთან გაიგივება დაისჯება

April 16, 17:50
0
418

ახალი კანონით, რუსეთში ადმინისტრაციული წესით დაისჯება საბჭოთა კავშირის გაიგივება ნაცისტურ გერმანიასთან.

კანონი დუმამ უკვე მიიღო და ვლადიმირ პუტინმაც ხელი მოაწერა.

ახალი რუსული ფედერალური კანონი პასუხისმგებლობას დააკისრებს მოქალაქეებს, თუ სსრკ-ის ხელმძღვანელობის სარდლობის და სამხედრო პერსონალის მიზნებს, გადაწყვეტილებებს და ქმედებებს საჯაროდ გააიგივებს ნაცისტების ხელმძღვანელობის მიზნებთან, გადაწყვეტილებებთან და ქმედებებთან.

დაისჯება საბჭოთა ხალხის გადამწყვეტი როლის უარყოფა ნაცისტური გერმანიის დამარცხებაში.

კანონის დარღვევის შემთხვევში ფიზიკურ პირებს 15 დღით დააპატიმრებენ ან 5 000 რუბლით დააჯარიმებენ.

იურიდიული პირები 50 ათასი რუბლით დაჯარიმდებიან, კანონის განმეორებით დარღვევისთვის კი 3 თვით მუშაობა აეკრძალებათ.

Cesko