ამ უბრალო ნივთებით ყოველდღიურად ვაზიანებთ ჩვენს იმუნიტეტს – საიდან ხვდება საშიში ნივთიერებები ჩვენს ორგანიზმში

0
598
20 Views

ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში “პირადი ექიმი” საუბრობს, რა საფრთხეს უქმნის პლასტმასის ჭურჭელი ადამიანის ჯანმრთელობას და რა შემთხვევაში იზრდება რისკები კიდევ უფრო მეტად:

– როდესაც ყოველდღიურობაზე ვსაუბრობთ, საკვებს ძალიან ხშირად პლასტმასის ნივთებში ვინახავთ, ერთი ადგილიდან მეორე ადგილას გადაგვაქვს. ზოგიერთ შემთხვევაში, საკვებ პროდუქტებს პოლიეთილენის პარკით, ან პლასტიკური მასის სხვა ნაწარმით შეფუთულს პირდაპირ მდუღარე წყალში ვდებთ, მიკროტალღურ ღუმელში ვათავსებთ. ეს პროდუქტები ყველა ასაკობრივი ჯგუფის ყოველდღიური მოხმარების საგნებად იქცა. დაწყებული საწოვარიანი ბოთლიდან, დამთავრებული დამხმარე ჭურჭლით, ყველა პლასტმასისაგანაა დამზადებული და თითქოს, ერთი შეხედვით, სრულად აკმაყოფილებს ჩვენს საჭიროებებს. მეორე მხრივ, არსებობს საღი აზრი, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთებას გვთხოვს. დადგენილია, როდესაც პლასტმასის ბოთლით წყალს ვიყენებთ, მავნე ნივთიერებების ნაკრები უფრო მარტივად აღმოჩნდება პროდუქტში, მაგალითად, მაღალი ტემპერატურის, გაცხელების შემთხვევაში, ერთჯერადი ჭურჭლის მრავალჯერ გამოყენების შემთხვევაში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თანამედროვე წარმოება პლასტმასის ნივთებში მრავალფეროვანი ნაერთების ჩართვას გულისხმობს. აქ არის ბისფენოლ-A, ფტალატები, პოლიეთილენიც და პოლიპროპილენიც. პოლიეთილენი და პოლიპროპილენი პროდუქტს შეამსუბუქებს და ამიტომაცაა პლასტმასის ნივთები ბევრად უფრო მსუბუქი. ფტალატების შემთხვევაში ნივთს მეტ გამძლეობასა, მდგრადობასა და ელსატიურობა, ასეთი ჭურჭელი უფრო დამყოლია.

თუ ჩვენ, ერთი მხრივ, ტემპერატურას გავითვალისწინებთ და მეორე მხრივ, პროდუქტს, რომელსაც მსგავს ჭურჭელში ვათავსებთ – წყლისთვის განკუთვნილი პლასტმასის ბოთლი ერთჯერადად გამოყენების შემდეგ აუცილებლად უნდა გადავაგდოთ. თუ მის ხელმეორედ გამოყენებას გადავწყვეტთ, რისკები უკვე გაზრდილია, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პროდუქტისთვის. მაგრამ, თუ მას ტყემლისთვის, ან ღვინისთვის გამოვიყენებთ, რომლებიც, თავისთავად, ცოცხალი პროდუქტებია და ფერმენტაციას განიცდის, კიდევ უფრო მაღალია იმის რისკები, რომ საბოლოო პროდუქტში უფრო მეტი პოლიპლასტიკს ვიღებთ. უფრო მეტი მავნე ნივთიერება აღმოჩნდება ჯერ საკვებში და მერე ჩვენს ორგანიზმში.

დადგენილია, რომ მიკროპლასტიკს შეუძლია, ჩვენი მიკრობიომი და მიკრობიოტა დააზიანოს, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ მიკტოპლასტიკს შეუძლია, ჩვენი იმუნიტეტი დააზიანოს, შეცვალოს ჩვენი იმუნური, დაცვითი სერვისები.

მაშინაც კი, თუ წყალს ადეკვატურად მივიღებთ, თუ ის დაცული არ არის, საკუთარ თავს ვერ ვიცავთ. ასევე, ყველა პროცესირებული პროდუქტი მიკროპლასტიკის მოქმედების ეფექტს კიდევ უფრო აძლიერებს. პროცესირებული პროდუქტები თავად შეიძლება აძლიერებდეს ამ ნივთიერებების შეწოვასაც.

 

ზეთი მაცივარში არ უნდა შევინახოთ, მაგრამ თუ მას მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ, მაღალი ტემპერატურის ფარგლებში დავტოვებთ, ასეთ შემთხვევაში, რაოდენ სასარგებლოც არ უნდა იყოს, თუ მაღალი ტემპერატურის პირობებში პლასტმასის ბოთლში ინახავთ, ეს შეიძლება ძალიან მაღალი რისკი იყოს იმისა, რომ საზიანო ნივთიერებები აღმოჩნდეს პროდუქტში.

 

წყარო: mshoblebi.ge

Cesko