“არ უარვყოფ , როცა მე და ოთარი შევუღლდით, მისი ცოლი…” – ოთარ ტატიშვილის მეუღლემ ყველაფერს პასუხი გასცა

0
2695
31 Views

მსახიობის და ტელეწამყვანის, ოთარ ტატიშვილისა და თიკა სვანიშვილის ოჯახი უკვე 25 წელს ითვლის.

ოთარისთვის ეს მეორე ქორწინებაა. აღსანიშნავია, რომ მას პირველიდან ორი ბიჭი ჰყავს.

თიკა სვანიშვილი ჰყვება სიყვარულის ამბავს.

“სხვათა შორის, დედამ რომ გაიგო, მე და ოთარს რომანი გვქონდა, რა თქმა უნდა, არ ესიამოვნა და მითხრა, ერთადერთი, რაც შენ გამართლებს, შენი ასაკიაო. 19 წლის ვიყავი. დედამ მითხრა, ახლა ვერ ხვდები რაღაცებსო და მართალიც იყო. დღეს რომ ვიდგე იმავე გადაწყვეტილების წინაშე, ძალიან ბევრ რამეზე დავფიქრდებოდი. იმას არ ვამბობ, რომ ვნანობ. ერთი წამითაც არ მინანია, ისევ ისე გავივლიდი იმ ყველაფერს, როგორც გამოვიარე. მე იმას ვამბობ, რომ თურმე იმაზე მეტად სანერვიულო იყო, ვიდრე მეგონა.

ახლა ძალიან ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ ჩემს შვილს ორი უფროსი ძმა ჰყავს, რომლებიც მისთვის ყველაფერი არიან. შოთიკო ნანიკოზე ორი წლით უფროსია. ყოველწამიერი ურთიერთობა აქვთ და ჩემთვის ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს?!

მაშინ თქვენზე ბევრს იჭორავებდნენ, ბევრი გაგკიცხავდათ ამ ნაბიჯისთვის.

ძალიან რთულად გადასატანი იყო ჩემთვის ჭორები. ინსტიტუტში ოთარი ერთ-ერთი პოპულარული ბიჭი იყო, რომელსაც ყველა იცნობდა. როცა შევუღლდით, მას ოფიციალურად ცოლი ისევ ჰყავდა, ამას არ უარვყოფ. ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ არის, მაგრამ ჩვენ ისეთი გრძნობა გვქონდა, რომელსაც დედამიწის ზურგზე წინ ვერავინ დაუდგა”, – ამბობს თიკა სვანიშვილი.

Cesko