უახლოესი 5-10 წლის განმავლობაში ყირიმი უწყლოდ იქნება – დანილოვი

0
217
21 Views

უყრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ოლექსი დანილოვის განცხადებით, კახოვკას ჰესის აფეთქების გამო, უახლოესი 5-10 წლის განმავლობაში ყირიმი წყლის გარეშე იქნება.

„აქტი, რომელიც რუსეთმა ჩაიდინა, უახლოეს მომავალში ყირიმისთვის წყლის მიწოდებას შეუძლებელს ხდის“, – განაცხადა დანილოვმა. წყლის მიწოდება შეუძლებელი იქნება მომდევნო სამი, ხუთი, ათი წლის განმავლობაში, მანამ კაშხალი თავიდან არ აშენდება“, – აცხადებს დანილოვი.

შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობისა და ხერსონის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 6 ივნისს კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს, რის გამოც, 40 000-ზე მეტ ადამიანს დატბორვის საფრთხე ემუქრება.

რუსეთი კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებაში კიევს ადანაშაულებს.

Cesko