20 Views
უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ტყვედ აყვანილ ჯარისკაცებს შორის არის ქართველი, რომელიც რუსეთის მხარეს იბრძოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ის აგვისტოს ომის მონაწილე გივი ვანიშვილია.
ტყვედ აყვანილი ქართველის ვინაობის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში ქართველი მებრძოლების ნაწილი ადასტურებს.
„ახლობელმა დამირეკა, უკრაინელმა – ქართველი გვყავს დაკავებულიო. დამაინტერესა და მივედი, 2-3 მეტრში იდგნენ ტყვეები. როგორც შევადარე სურათი და დავუძახე, შენ გივი ხომ არ ხარ-მეთქი, ჰო, გივი ვარო“, – განუცხადა tv პირველს უკრაინაში მყოფმა ერთ-ერთმა ქართველმა.
წყარო: pia.ge