რატომ აქვს ქალის და მამაკაცის პერანგებს ღილები სხვადასხვა მხარეს – ეს ბევრმა არ იცის!

0
1178
22 Views

ალბათ ყველას შეუმჩნევია, რომ ღილები მამაკაცის პერნაგებს მარჯვენა მხარეს აქვს მიკერებული, ქალისას კი – მარცხნივ. რატომ? ნუთუ ეს უბრალოდ დიზაინერების ერთგვარი ახირებაა, ან, იქნებ, კიდევ ერთი ხერხია იმის ხაზგასასმელად, თუ როგორი განსხვავებულები ვართ?

არც ერთი და არც მეორე! ამ პატარა საიდუმლოს გასაღები ისტორიაში იმალება და გაცილებით საინტერესოა.

როგორც ჩანს, ქალისა და მამაკაცის პერანგს შორის ამგვარი განსხვავება ჯერ კიდევ XIII საუკუნეში გაჩნდა. სწორედ იმ დროს, როცა გამოიგონეს თავად ღილი.

თავიდან მხოლოდ მდიდარ ქალბატონებს შეეძლოთ საკუთარი თავისთვის უფლება მიეცათ ეს ახალმოდური გამოგონება ეტარებინათ. ყველა შეძლებულ ქალს კი იმ დროს მოახლე ჰყავდა, რომელიც ტანსაცმელს აცმევდა. როგორც ცნობილია, ადამიანთა (და მათ შორის მოახლეთა) უმრავლესობა მემარჯვენეა, ამიტომ იმისათვის, რომ მოახლეებს ქალბატონებისთვის ღილების შეკვრა გამარტივებოდათ, ქალის პერანგებზე (და ზოგადად ტანსაცმელზე) ეს ახალი გამოგონება მარცხენა მხარეს დააკერეს.
მამაკაცთა უმრავლესობა კი იმ დროს თვითონ იცმევდა, ღილებსაც თავად იკრავდა და ამიტომ მარჯვენა მხარეს იყო განლაგებული.

აი, ასეთი მარტივი ახსნა აქვს ამ პატარა განსხვავებას…

Cesko