ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის მამუკა ხაზარაძის ვაჟი დაოჯახდა. ნიკა ხაზარაძისა და ნატალია მორჩილაძის გრანდიოზული ქორწილი, გუშინ “შატო მუხრანში“ გაიმართა.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ცნობილი სახეებიდან ქორწილს ზაზა შენგელია მეუღლესთან ერთად და მხატვარი ქეთი მატაბელი სტუმრობდნენ. ქორწილს მუსიკალურად კუბელი მომღერალი იანელა ბრუკსი და მისი ბენდი აფორმებდა.
რაც შეეხება ნატალია მორჩილაძეს, ის ბიზნესმენ და სადაზღვევო ჯგუფის დამფუძნებელ არჩილ მორჩილაძის ქალიშვილია. როგორც გავარკვიეთ განათლება უცხოეთში, კერძოდ კი როტერდამის ერასმუსის უნივერსიტეტში სწავლობდა. ამჟამად კი საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის თანამშრომელია.