რამდენი რესპუბლიკა ჰქონდა საქართველოს (საფრანგეთის ისტორიის ტერმინებს თუ დავეყრდნობით)

0
429
21 Views

კარლ იასპერსის ტერმინს თუ ვიხმართ, მეოცე საუკუნე იყო ” საღერძო დრო” საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის, რესპუბლიკური წყობის ისტორიაში, ანუ ” საბაზისო დრო”. სხვა ” ქართული საუკუნეები” რესპუბლიკას და დემოკრატიას პრაქტიკულად არ იცნობენ….საფრანგეთის ისტორიის ტერმინებს თუ დავეყრდნობით, მეოცე საუკუნეში ჩვენ გვქონდა ოთხი რესპუბლიკა: პირველი, ნოე ჟორდანიას რესპუბლიკა [1918-1921წ.წ]; მეორე რესპუბლიკა:საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა [1921-1990წ.წ]; რომელიც ფაქტობრივად არ იყო დემოკრატიული რესპუბლიკა. მესამე რესპუბლიკა- ეფემერული გაელვება, ქარიზმატული რესპუბლიკა [1990-1992წ.წ.]; მეოთხე რესპუბლიკა ედუარდ შევარდნაძის ” დემოკრატიული ტოტალიტარიზმის” რესპუბლიკა [1992-2003წ.წ.]; და 21-ე საუკუნე: მიხეილ სააკაშვილის მეხუთე რესპუბლიკა [2003-2012წ.წ.]; ყოველივე საკრალურის პროფანაციის ეროვნული დრამის რესპუბლიკა… და ბოლოს, ბიძინა ივანიშვილის რესპუბლიკა 2012-???] ფინანსური ოლიგარქიის, პოლიტიკური ოხლოკრატიის, კერძო კაპიტალისა და პოლიტიკური ძალაუფლების შეზრდის რესპუბლიკა;

მამუკა კარტოზია, ისტორიკოსი, პროფესორი

Cesko