37 Views
თელავში ავტომანქანა 8 წლის მოზარდს დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ალაზნის გამზირზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოზარდს ავტომობილი მაშინ დაეჯახა, როცა ის გზის გადაკვეთას ცდილობდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
უგონო მდგომარეობაში მყოფი ბავშვი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
წყარო: interpressnews. ge