29 Views
ანსამბლი ,,საუკუნე” სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
,,გარდაიცვალა ანსამბლ ,,საუკუნის” ბათუმის ფილიალის მოცეკვავე მარიამ ბირჩაძე. ,,საუკუნის” სახელით ვიზიარებთ ოჯახისა და მეგობრების ამ დიდ მწუხარებას.
ნათელი და სანთელი მარიამის სულს…”, – წერია ,,ფეისბუქ” პოსტში.
როგორც კომენტარებში წერენ, გოგონამ შეცდომით წყლის ნაცვლად, ქლორი დალია და სასიკვდილოდ მოიწამლა. მარიამი კოვიდის გადატანის შემდეგ ყნისვის დაკარგვას უჩიოდა.