32 Views
11 ივნისს ქუთაისთან ახლოს, გეგუთის გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მოზარდი ანამარია ბაბუნაშვილი დაიღუპა.
ანამარიას მამა, გია ბაბუნაშვილი მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა.
დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამწუხაროდ, ისიც გარდაიცვალა.
„გლოვობს ჩემი გეგუთი, არ დაგტოვა ჩემო ანამარია, ანგელოზო მამიკომ მარტო და შენთან წამოვიდა. შენ ხომ მხოლოდ მამიკომ გაგზარდა და მამიკოს გოგო იყავი, ეხლაც ისევ ისე იზრუნებს, შენზე როგორც ზრუნავდა. ღმერთმა ნათელში გვიმყოფოს თქვენი სულები.
ტრაგედიაცაა და ტრაგედიაც..
ეს ისაა, როცა მსგავსი ტრაგედია გამუნჯებს.
მთელი სოფელი დამუნჯდა, მაშინ, როცა ანამარია გარდაიცვალა.
მთელი სოფელი გტირით გია და ანამარია”, – წერს შოთო სიხარულიძე.
წყარო: infoimereti.ge