თურქეთი არასდროს არ იქნება საქართველოს სტრატეგიული მეგობარი და მოკავშირე- მამუკა კარტოზია

0
429
111 Views

კავკასიის სამხრეთით გეოგრაფიულად ევროპა კი არ გრძელდება,არამედ აზია იწყება.საქართველო ევრაზიის კონტინენტის ის მცირე აზიური ნაწილია რომელიც მდებარეობს იმპერიული ტრადიციის მქონე რუსეთის,თურქეთის, და ირანის გვერდით.

არავინ იფიქროს,. რომ ლიბერალიზმის შემოსვლა აუქმებს იმპერიას. რუსეთი და ირანი უკვე დიდი ხანია ანტიატლანტისტური ინტეგრაციისათვის იბრძვიან.თურქეთში კი,მიუხედავად მისი მჭიდრო ინტეგრაციისა დასავლეთთან,ყოველთვის დიდია იმის შესაძლებლობა,რომ ქვეყნის პოლიტიკური კურსი კონტინენტალიზმისკენ შემობრუნდეს. თურქეთისათვის, როგორც უახლოეს წარსულამდე ექსპანსიური ისლამის მედროშე ქვეყნისათვის,არ შეიძლება სამძიმო არ იყოს ამერიკანიზმის პლაცდარმის როლი მცირე აზიაში,მიუხედავად იმისა,რომ ამერიკანიზმი მისთვის სარგებლიანია. თურქეთი საბჭოთა კავშირის დაშლის დღიდან ცდილობს პანთურქიზმის იდეის გამოცოცხლებას და თურქული იმპერიის აღდგენას.ამ იდეისთვის ბრძოლის ლოგიკა ისეთია,რომ იგი ვერავითარ სხვაზე დამოკიდებულებას ვერ იგუებს. თურქეთი გეოგრაფიულად ევრაზიის ნაწილია და მისი იმპერიალიზმი ვერ იქნება ატლანტისტური.თურქული იმპერიის შექმნა,რაზეც ბევრი ისმის თურქეთის ხელისუფლების მხრიდან, თავისთავად გულისხმობს თურქეთის გეოპოლიტიკური ორიენტაციის შეცვლას…

საქართველო თავს იტყუებს იმით,რომ დასავლურ გზაზე მდგარი თურქეთი საფრთხის შემთხვევაში საქართველოს მოკავშირედ გამოვა. ეს მცდარი აზრია. თურქეთი არასდროს არ იქნება საქართველოს სტრატეგიული მეგობარი და მოკავშირე.

საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ თურქეთი პერმანენტულად ცდილობს, რომ საქართველო თავისი გავლენის სფეროდ მიიჩნიოს.თურქეთისა და საქართველოს პოლიტიკურ ორიენტაციათა იდენტურობას არ შეუძლია მოხსნას ამ ორ ქვეყანას შორის ისტორიულად განპირობებული სუბორდინაცია,რომელიც მყისვე თავს იჩენს იმპერიის დაშლისას და ძველი სატელიტი თავისი ადრინდელი დომინანტის პირისპირ რჩება.

მამუკა კარტოზია, ისტორიკოსი, პროფესორი

Cesko