„30 წელია, ხედავს თავზე ემხობა ყველაფერი და მაინც, თანამონაწილეა ამ ნგრევისა…“ – დემურ გიორხელიძე

November 1, 12:23
0
531

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ადამიანს ყველაფერი გამოსდის, თუ მიზნის მისაღწევად შრომას არ დაიშურებს.

„ხალხს ის გამოსდის, რასაც მისი აქტიური ნაწილი მოინდომებს და მიზნის მიღწევისთვის შრომას არ დაიშურებს! იმ ხალხს ა რ ა ს დ რ ო ს ა რ ა ფ ე რ ი გ ა მ ო ს დ ი ს:

(ა) სხვისხელშემყურეებს,

(ბ) “პატრონი არ გვყავს, თორემ გვეშველებოდა” (ამ უმახინჯესი აზროვნების ადამიანებს),

(გ) “წინამძღოლი გვჭირდება”, რომელიც გამოჩნდება და “ხალხს გაგვიძღვება წინ” (არანაკლები მახინჯი აზროვნების მატარებელ ხალხს)

(დ) საკუთარი სახელმწიფო რომ აქვს, 30 წელია, ხედავს თავზე ემხობა ყველაფერი და მაინც, თანამონაწილეა ამ ნგრევისა და მხარდამჭერია ყველა იმ ადამიანისა, რომელიც ქვეყნის ნგრევის მიზანმიმართული განმხორციელებლები იყვნენ და არიან;
(ე) “ორიენტირებულ” და იდეოლოგიით გამოთაყვანებულ ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი სახელმწიფო აქვთ და მაინც ვიღაცის უკანალში ცდილობენ მის შეტენვას და ამ სიგლახეს “იდეოლოგიური ორიენტაციით”, ყალბი “ფასეულობებითა” და სხვის ჯიბრძე და სხვის საწინააღმდეგოდ აკეთებენ და იმასაც ვერ მიმხვდარან, რომ ეს მახინჯი 700-წლოვანი პოლიტიკა და აზროვნება ანგრევს ამ ქვეყანას და პერსპექტივას უსპობს მას.

(ვ) ვისაც თანამოქალაქე, – მისი დამთხვეული აზროვნებისგან განსხვავებული ადამიანი, მტერი ჰგონია და მას “ამკობს” გონებადამთხვეულის ლექსიკით, უზრდელობითა და აგრესიით! ეს, როგორც წესი, გაუნათლებელი, იდეოლოგიით გამოთაყვანებული ნაგავია, რომელიც საკმაოდ მომრავლდა ამ თითქმის 30 წლის განმავლობაში!

(ზ) ვინც წარსულში ჩარჩა აზროვნებითა და წარმოდგენებით, გამანადგურებელ შტამპებად რომ ჩამოყალიბდა, – ეს დროსაცილებული ხალხია!

(თ) მესიანისტური აბლაბუდა აზროვნებით შეპყრობილებს, რომლებსაც მიაჩნია, რომ ეს ქვეყანა წინასწარვე გარანტირებული მომავლის მქონეა, მიუხედავად იმისა, თუ რა დონის დონებადამთხვეულობამდე მივა მისი ხალხის საკმაო ნაწილის აზროვნება, რადგან, თურმე, “სადღაც წერია”, რომ მაღლამდგომი – ესაა საქართველოს პატრონი და მის ხალხს არაფერი ეკითხება! “მოსახდენი მოხდება!” – აი, ეს ერთ-]ერთი ყველაზე საშიში აზროვნებაა, რადგან ნერგავს უპასუხისმგებლობას, უდარდელობას და საკუთარ უმაქნისობას ამართლებს.

(ი) გაერთიანებაზე პოლიტიკური უმეცრებით შეპყრობილ ხალხს, უყალბესი ლოზუნგებით თავგამოტენილებს:”ერო გაიღვიძე!”, “ერთად დავდგეთ!”, “გავვერთიანდეთ!” და სხვა პათეტიკური არაფრისმაქნისი და ყალბი მოწოდებები, რადგან საქართველოში ვერასდროს მოხდება ის, რაც არ მომხდარა სხვა წარმატებულ და განვითარებულ ქვეყანაში.

p.s. დამოუკიდებელი სახელმწიფოს მქონე ხალხის სხვა დონის პასუხისმგებლობა, ცოდნა, დაუღალავი შრომა და შეთანხმება სჭირდება მომავალზე! სახელმწიფოები განვითარების გზაზე მცირერიცხოვან ერთიანი ხედვისა და დღედაღამ დაუღალავი შრომის მოსურნე უშიშარ და გაბედულ ადამიანებს გაჰყყავთ!ასე იყო ყველგან, -ასე იქნება აქაც! ანდა… არაფერი იქნება, თუ ეს მინიმალურად აუცილებელი რიცხვი ასეთი ადამიანებისა არ შეიკრა თავისთავად, – ამ გზაზე დამოუკიდებელი შედგომის გზით და ერთმანეთთან შეთანხმებით!“ – წერს დემურ გიორხელიძე.

Cesko