“ამორალურია ასეთი რეკლამა, ბავშვების თემის გამოყენებით” – ვის მიმართავს ექსპერტი

0
437
28 Views

თუ ასე გადარდებთ, დაუკელით ფასები, ცეცხლის ფასი ადევს, დაპატიჟეთ სოციალურად დაუცველი ბავშვები და ა.შ. თანაც მთელი ბიზნესი ბავშვებზე რომ გაქვთ აგებული, – ასე ეხმიანება ექსპერტი ამირან სალუქვაძე „მაკდონალდისის“ მიერ გამოკრულ ბანერებს, სადაც წერია, რომ 235 000 ბავშვიანი ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობს.

სალუქვაძის თქმით, ამორალურია რეკლამა, რომელიც ბავშვების თემის გამოყენებით, პოლიტიკური კონტექსტით და არასწორი ციფრებით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

„მაკდონალდსის“ ყოფილა ეს რეკლამა, ყველა უთოდან ამოდის. აპლიკაციებზე ამომიგდო. თუ ასე გადარდებთ, დაუკელით ფასები, ცეცხლის ფასი ადევს, დაპატიჟეთ სოციალურად დაუცველი ბავშვები და ა.შ. თანაც მთელი ბიზნესი ბავშვებზე რომ გაქვთ აგებული.

ამორალურია ასეთი რეკლამა, ბავშვების თემის გამოყენებით, პოლიტიკური კონტექსტით, არასწორ ციფრებზე დაყრდნობით. დაბლა მიგეწერათ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“?!

უიმედობის დანერგვა და შავი პიარი როდის იყო მდიდარი კომპანიების სტრატეგია?“ – წერს ამირან სალუქვაძე Facebook-ზე.

Cesko