„მართალია, უვიზო რეჟიმი რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილებაა, მაგრამ პირდაპირი ფრენები უნდა გაუქმდეს“

0
232
21 Views

ოპოზიციის წარმომადგენელი ქალი დეპუტატები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირ ფრენებზე თანხმობა გაუქმდეს.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, სავიზო რეჟიმის გაუქმება რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილებაა, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას, რომ ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენები აღდგეს.

„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს მისი მხრიდან თანხმობა პირდაპირ ფრენებზე. მართალია, უვიზო რეჟიმის შემოღება – ეს არის ცალმხრივი გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან, მაგრამ პირდაპირი ფრენების აღდგენა, ეს არის ორმხრივი გადაწყვეტილება და ამას საქართველოს მთავრობის თანხმობა არ უნდა ჰქონდეს. შეუძლებელია, ქვეყანა ერთი მხრივ მიისწრაფვოდეს ევროპისკენ, რისი ოფიციალური განაცხადიც საქართველოს გაკეთებული აქვს და მეორე მხრივ, დგამდეს ნაბიჯებს, რომ დაბრუნდეს რუსეთის ორბიტაზე. ამიტომ, ეს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს. სხვა შემთხვევაში, მუშაობა და ილუზიის შექმნა, რომ თითქოს 12 პუნქტი სტატუსის მისაღებად სრულდება, იქნება ფარსი“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
Georgian Airways-ის ვებგვერდზე თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით ფრენის ფასები 897 ლარიდან იწყება

შეგახსენებთ, რუსეთ-საქართველოს შორის პირველ პირდაპირ რეისს რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი“ შეასრულებს, ხოლო 20 მაისიდან მოსკოვის მიმართულებით ფრენებს ავიაკომპანია Georgian Airways-იც დაიწყებს.

Cesko