ჯომარდობისას მდინარემ ორი ადამიანი გაიტაცა – მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები

0
221
26 Views

დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდამაყრის ხეობაში ჯომარდობისას მდინარემ ორი ადამიანი გაიტაცა. მაშველები შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან და გრძელდება სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები.

ფასანაურში დუშეთის მერის წარმომადგენლის დავით მელიქიშვილის ინფორმაციით, მდინარეზე ნავით სულ 11 ადამიანი ეშვებოდა, მათგან ცხრა ნაპირზე იმყოფება და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

Cesko