18 Views
თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქალაქეთა მიცემული ხმების 90%-ის დათვლის შემდეგ დიდია ალბათობა, რომ ქვეყანაში არჩევნების მეორე ტური გაიმართოს.
ამჟამინდელი შედეგებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხმების 49.94% მიიღო, მისმა უშუალო კონკურენტმა 44.30%, 5.77% კი დანარჩენ კანდიდატებს ერგოთ.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში გამარჯვებისთვის ხმების 50%-ზე მეტია საჭირო, რა ნიშნულსაც, სავარაუდოდ, ვერცერთი კანდიდატი ვერ გადალახავს.
არჩევნების მეორე ტურში გადასვლის შემთხვევაში, კენჭისყრა 2 კვირის შემდეგ გაიმართება.