გოგებაშვილის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ ორმხრივი სროლა იყო, მოკლულია ერთი პირი და დაჭრილია ორი ადამიანი. ადგილზე დაცხრილულია მანქანები.
როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მათ დაახლოებით 10-15 გასროლის ხმა გაიგეს.
ადგილზე დაპირისპირებაში 20-მდე ადამიანი მონაწილეობდა.
“კურიერის” ინფორმაციით მოკლულია თავმდამსხმელი, რომელიც სავარაუდო მსხვერპლს საცხოვრებელ სახლთან ელოდებოდა.
ასევე “კურიერის” ინფორმაციით დაჭრილია შემთხვევითი გამვლელი, რომელიც სროლის დროს მაღაზიაში იმყოფებოდა.
განახლება:
“პირველების” ინფორმაციით, გოგებაშვილის ქუჩაზე დაჭრილი კაცი ბიზნესმენი, ვიქტორ მარგველაშვილია.
ცნობილია, რომ დაშავებული გოგებაშვილის ქუჩაზე დაცვის თანამშრომელთან ერთად იმყოფებოდა. მედიის ცნობით, საპასუხო გასროლა მას შემდეგ განახორციელა, რაც მისი მისამართით ცეცხლი გახსნეს.