“გასაჭირიც გამივლია და უიმედო მდგომარეობაც, მაგრამ…” – ამის შესახებ ჩცდ-ს მსახიობმა მაკა ძაგანიამ ისაუბრა.

0
292
20 Views

“გასაჭირიც გამივლია და უიმედო მდგომარეობაც, მაგრამ…” – ამის შესახებ მსახიობმა მაკა ძაგანიამ ისაუბრა.

„ძალიან შრომისმოყვარე ვარ. საქმეს თუ ხელს მოვკიდებ, აუცილებლად ბოლომდე მივიყვან. ყოველთვის ვცდილობ, მაქსიმალურ შედეგს მივაღწიო. შეიძლება, დამეზაროს ნაბიჯის გადადგმა და „ფეხსაც ვითრევდე“, ბევრს ვფიქრობდე, ვიტვირთო თუ არა ესა თუ ის პასუხისმგებლობა, მაგრამ თუ ვიტვირთე, მაშინ მთლიანად გადავეშვები საქმეში, უკან აღარ დავიხევ და აუცილებლად ბოლომდე მივიყვან.
აღმართი და დაღმართი ყველას ცხოვრებაშია, მაგრამ როდესაც ძალიან დიდი იმედგაცრუება მაქვს, ჩემს თავს ვეუბნები ხოლმე: მაკა, აბა, ახლა თავს შემოუძახე! ხომ ხედავ, ჯანმრთელად ხარ, ვინც გიყვარს, ყველა კარგად გყავს, ესე იგი, ცხოვრება გრძელდება და ხვალ ყველაფერი უკეთესობისკენ წავა! ეს ძალიან მშველის. გასაჭირიც გამივლია და უიმედო მდგომარეობაც, მაგრამ საკუთარი თავისთვის შემოძახება მართლა მშველის.
რეალურად, ძალიან ცოტა ხანს მიგრძელდება ხოლმე უიმედო მდგომარეობა. საკუთარ თავს მაშინვე ვახსენებ, რომ წარუმატებლობა და ჩავარდნები არ არის ის, რის გამოც ყურები უნდა ჩამოყარო. ყველაზე დიდი ტრაგედია საყვარელი ადამიანის დაკარგვაა, სხვა ყველაფრის შეცვლა შეგიძლია, მთავარია, გონს მოხვიდე და შესაბამისი ნაბიჯები გადადგა. უიმედობას არასდროს ჩავყოლილვარ. საბედნიეროდ, გარშემოც ისეთი ადამიანები მყვანან, რომ ამის საშუალებას არ მაძლევენ. ცოტასაც რომ წავიწუწუნებ, დედაჩემიც და ჩემი მეუღლეც მაშინვე მახსენებენ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მიხარია, რომ ოჯახში ოპტიმისტი ადამიანები ვართ“,- ამბობს მაკა ძაგანია.

Cesko