საპარტნიორო ფონდი საქართველოს განვითარების ფონდით შეიცვლება

0
292
22 Views

„სააქციო საზოგადოება-საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის. მთავრობის ინიციატივით მომზადებული კანონპროექტი დეპუტატებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნინო ენუქიძემ გააცნო.

მომხსენებლის ინფორმაციით, წარმოდგენილი ცვლილებები დღევანდელ გამოწვევებს ეხმიანება და საპარტნიორო ფონდის კორპორაციულ რეორგანიზაციას შეეხება.

„ძირითადი და მნიშვნელოვანი ცვლილებაა ის, რომ სახელწოდება იცვლება და ახალი შემოთავაზებით – საქართველოს განვითარების ფონდი დაერქმევა და სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც დღეს მთავრობის წევრებისგან არის დაკომპლექტებული, საბჭოში აღარ იქნება და იგი ახალი დამოუკიდებელი წევრებით დაკომპლექტდება“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

„სააქციო საზოგადოება-საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პარლამენტმა 77 ხმით მიიღო.

Cesko