25 Views
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 2.7 პროცენტი შეადგინა. 2023 წლის აპრილში კი, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე -0.7 პროცენტია.
სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება 2023 წლის მარტის თვესთან შედარებით ასეთია:
✅ სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – -2.1
✅ ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო – 0.2
✅ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – 2.1
✅ საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი – -0.3
✅ ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა – -1.1
✅ ჯანმრთელობის დაცვა – 0.9
✅ ტრანსპორტი – -2.0
✅ კავშირგაბმულობა – 0.1
✅ დასვენება, გართობა და კულტურა – 0.0
✅ განათლება – 0.0
✅ სასტუმროები, კაფეები და რესტორნები – 0.6
✅ სხვადასხვა საქონელი და მომსახურება – 1.4