“ალბათ, დგება ადამიანის ცხოვრებაში მომენტი, როდესაც სინდისიერ გზას ირჩევს და სიმართლეს ამბობს”- თამარ ბაჩალიაშვილის დედა ყოფილი გამომძიებელზე

0
262
21 Views

2020 წელს გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ყოფილი გამომძიებლის სერგო შუბითიძის გამოკითხვა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოხდება. როგორც მისმა ადვოკატმა, მარიამ მაღრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისის პროკურატურაში სერგო შუბითიძეს დღეს ჩვენება არ მიუცია, რადგან მისი სურვილია, რომ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უპასუხოს გამოძიების შეკითხვებს.

ამასთან კომენტარი ასევე გააკეთეს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმაც.

როგორც თეონა თამაზაშვილი აცხადებს, ბაჩალიაშვილის საქმე თავიდან უნდა იქნეს გამოძიებული. მშობლები ისევ მკვლელობის ვერსიაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ყოფილი გამომძიებელი, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს იძიებდა “სინდისმა” შეაწუხა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა სიმართლის თქმა.

“მოვედი, რათა შევიტანო  განცხადება, რომ თავიდან აღიძრას თამარის საქმე. იმიტომ, რომ  თამარს თავი არ მოუკლავს, იგი მოკლეს. ალბათ დგება ადამიანის ცხოვრებაში მომენტი, როდესაც სინდისიერ გზას ირჩევს და სიმართლეს ამბობს. ეცდებიან, თავი დაიცვან, რომ არ აღიძრას ეს საქმე და თუ მონაწილეობა არ მიიღო აბა ეს კაცი იტყუება?!,”-განაცხადა თეონა თამაზაშვილი.

Cesko