ნიდერლანდების პოლიციამ ნასვამი უკრაინელი „ბორის ჯონსონი“ დააკავა

0
362
178 Views

ნიდერლანდების პოლიციამ გრონინგენში კაცი დააკავა, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილს მართავდა.

სამართალდამცველებმა დაკავებისას აღმოაჩინეს, რომ 35 წლის კაცს უკრაინული ყალბი მართვის მოწმობა დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის სახელზე ჰქონდა დამზადებული.

გარდა სახელისა, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის მონაცემებს ემთხვევა ასევე ფოტო, დაბადების თარიღი და ადგილი.

ყალბ დოკუმენტს მოქმედების ვადად 3000 წელი ჰქონდა მითითებული.

Cesko