“სახლში ყაჩაღი შემოვიდა, რომელიც ჩემი ნორიკოს მოკვლას აპირებდა… მე ვყვიროდი, მაგრამ…” – რას წერს ნიკა ქავთარაძე ბებიაზე

0
274
27 Views

„დღეს 1 მაისია.
ჩემი ნორიკოს დაბადების დღე.
88 წლის გახდა.
მე 44 წლის ვარ და ჩემხელა იყო, როცა ბებია გახდა.
არაფრის ხალისი არ მაქვს, რადგან ახლა ერთადერთი რაც მინდა, ზესტაფონში ყოფნაა – ნორასთან ერთად.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ის ის ნორა აღარაა, რაც იყო, მიუხედავად იმისა, რომ დღის განმავლობაში რამდენჯერმე უნდა შევახსენო ვინ ვარ, მაინც იქ მინდა ყოფნა.
რადგან როცა იცის, რო მე ვარ, ნათდება, ბრწყინავს.
რა აზრი აქვს რამეს, რასაც ვქმნით და ვაკეთებთ, თუ ყველაზე საყვარელ ადამიანებთან ყოფნა არ შეგვიხლია.
ბავშვობაში, როცა ქვეყანაში საშინელი სიტუაცია იყო, კოშმარი დამესიზმრა: სახლში ყაჩაღი შემოვიდა, რომელიც ჩემ ნორიკოს მოკვლას აპირებდა. მე ვყვიროდი, მაგრამ ხმა არ ამომდიოდა. შეშინებულმა და ატირებულმა გავიღვიძე და დიდხანს ვერ ვწყნარდებოდი.
ახლაც ასე ვარ, ჩემ ნორიკოს დღეს ვერ ჩავეხუტები, რადგან საქმიანი და დაკავებული კაცი ვარ.
მიყვარხარ, ბებუცი, მიყვარხარ და მენატრები! რაც შენ ჩემთვის გაგიკეთებია, რაც შენ ჩემთვის მოგიცია, ყველაფრისთვის მადლობა!
და ბოდიში, რომ ჩვენ 1 მაისს, შენს გვერდით არ ვიქნები!
მცხვენია და მეტირება!
დიდ ხანს იყავი, რომ იქით პირველ მაისს მაინც ვივარგო შვილიშვილად და შენთან ერთად ვიყო.
გილოცავ!
გაუმარჯოს ყველაზე ლამაზ ბებიას მთელ სამყაროში!“ , – წერს ის.

Cesko