მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეების ვინაობა ცნობილია

0
234
22 Views

მსოფლიოს ჩემპიონატი კალათბურთში სტარტს მიმდინარე წლის 25 აგვისტოს აიღებს და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება. ხოლო მასპინძელი ერთდროულად 3 აზიური ქვეყანა, ფილიპინები, იაპონია და ინდონეზია იქნება.

A, B, C და D ჯგუფები ფილიპინებში (მანილა) ითამაშებენ. E დაF ჯგუფები იაპონიაში (ოკინავა), ხოლო G და H ჯგუფები – ინდონეზიაში (ჯაკარტა).

საქართველოს ნაკრები F ჯგუფში მოხვდა სლოვენია, ვენესუელა და კაპო ვერდესთან ერთად.

F ჯგუფი იაპონიაში, ოკინავაში ითამაშებს.

თამაშების განრიგი ოდნავ მოგვიანებით გახდება ცნობილი.

Cesko