“ამ მოძალადეს გამოესარჩლნენ და მეტროში სულ წიხლები და ხელები მირტყეს ჯგუფურად…“- რა მოხდა მეტროში

0
507
22 Views

სოციალური ქსელის მომხმარებელი ლუკას ალტობია Facebook-ზე ინფორმაციას ავრცელებს იმის თაობაზე, რომ დიდუბის მეტროში ოთხი მამაკაცი თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა. მოქალაქის თქმით, მან პოლიციას უკვე მიმართა.

„დღეს დიდუბის მეტროში 4 მამაკაცი თავს დამესხა და ჩემზე ფიზიკურად იძალადა ახლა პოლიციასთან ვარ სპრეის გამოყენება მომიწია თავის დასაცავად“, – წერს ის.

მოგვიანებით, მან სოციალურ ქსელში იმ პირის ფოტოც გაავრცელა, რომელმაც მისივე მტკიცებით, ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხა.

„ეს არის ის ადამიანი, რომლის გამოც მთელმა მეტროს ვაგონმა ჩამქოლა. ავედი თუ არა მეტროს ვაგონში „პიდარასტი“ მომაძახა და შემდეგ მუქარაზე გადავიდა. როცა ხელის დასარტყამად გამოიწია 2-3 ჯერ გავაფრთხილე სპრეის გამოვიყენებთქო, მაგრამ არ დამშვიდდა ხალხს მოუწოდებდა ჩემს ჩასაქოლად. სპრეის გამოყენების ვალდებულება გაჩნდა უშუალოდ მაშინ, როდესაც ეს პიროვნება თავდასხმას აპირებდა. სპრეის გამოყენების შემდეგ ამ მოძალადეს გამოესარჩლნენ და მეტროში სულ წიხლები და ხელები მირტყეს ჯგუფურად. ჯგუფურ ძალადობას ჰქონდა ადგილი“, – წერს ახალგაზრდა.

ის შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარის გამოძიებას სთხოვს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მოვითხოვ სამართლიან გამოძიებას და მჯერა, რომ სამართალს ვიპოვნით. ამ ქვეყანაში ჩემთვის ყოფნა დღითი დღე უარესდება, სახიფათოა და სიცოცხლეს ვრისკავ, მაგრამ ბრძოლას აქვს აზრი. მართალია საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვერ ვიმგზავრებ, პლიუს ჰომოფობიას და დევნას ემატება ფინანსური ეკონომიკური შესაძლებლობები, მაგრამ მაგასაც „რამეფრად“ მოვაგვარებთ! ამ საქმესაც ბოლომდე მივიყვან და პასუხს აგებს ეს მოძალადე და სხვებიც ვინც ჯგუფურ ძალადობაში იღებდა მონაწილეობას. ბოდიშს ვუხდი ყველა იმ ადამიანს ვინც მეტრო-ვაგონში განიცადა დისკომფორტი წიწაკის სპრეის გამოყენებისას მაგრამ სხვა გზა არ მქონდა და უსაფრთხოების და ფიზიკური ჯანმრთელობის მათ შორის “სიცოცხლის მოსპობის სავარაუდო მცდელობის წინაშე ვიდექი” სამართალს ვითხოვ მეტს არაფერს! უნდა შემეძლოს თავისუფლად სიარული და ტრანსპორტის გამოყენება“, – წერს ის.

მოქალაქე სავარაუდო მოძალადის ფოტოსაც ავრცელებს.

წყარო: pia.ge

Cesko