26 Views
დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი იწყება. ამჯერად საქმე ეხება შესაძლო გაუპატიურებას.
79 წლის ჟურნალისტი იჯინ კეროლი ირწმუნება, რომ 30 წლის წინ ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს სავაჭრო ცენტრში შემთხვევით შეხვდა, სადაც, მისი მტკიცებით, ტრამპმა მასზე სექსუალურად იძალადა.
ბრალდების განხილვის მიზნით, ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესი უკვე დაიწყო. დონალდ ტრამპი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ჯინ კეროლმა ეს ამბავი პოპულარობის მოპოვების მიზნით შეთხზა.