“მივიღე მეილი იურისტისგან, რომ ანდერძში ვარ მოხსენიებული“ – რას წერს ზურა შევარდნაძე?

0
761
23 Views

“გარდენია შევარდნაძე“-ს მფლობელი, ფლოროსტი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში გერმანელ ქალბატონთან დაკავშირებით საინტერესო ისტორიას იხსენებს.

შევარდნაძის პოსტს უცველელად გთავაზობთ:

“ვინც მიცნობს ყველამ იცის რომ დიდი ტყავის ჩანთით დავდივარ. რა მილაგია და რას დავატერებ ეს ცალკე ამბავია და სხვა დროს მოგიყვებით დღეს მისი უცნაური წარმომავლობის შესახებ გიამბობთ.

15 წლის წინ მიუნხენში ძველმანების ბაზრობაზე ვიყიდე ძველი, სასკოლო, ტყავის ჩანთა. სამხრეები მოვხსენი, გავწმინდე და მას მერე ბედნიერად ვიყენებ. შიგნითა მხარეს ტყავზე მელნით აწერია Ziglinde Neuman, Schteinekschtrase 171….

არ დამეზარა დავწერე მოკლე წერილი და გავგზავნე ფოსტით “ქალბატონო ზიგლინდე, მე თქვენი ყოფილი სასკოლო ჩანთა ბაზრობაზე შევიძინე, ვცხოვრობ საქარათველოში, თბილისში, ვარ მებაღე, კმაყოფილი და მადლიერი ვარ…”

 

სამი თვის შემდეგ წერილი დამიბრუნდა უკან, სხვა საპასუხო წერილთან ერთად. “ბატონო შევარდნაძე, თქვენი წერილის ადრესატი ქალბატონი ნოიმანი 35 წელია აღარ ცხოვრობს ამ მისამართზე, მაგრამ მე ვცინობ მის შვილს, თუ სურვილი გექნებათ შემიძლია თქვენი წერილი მას გავუგზავნო…”

აზარტული ადამიანი არ ვარ მაგრამ არ გავჩერდი. გავგზავნე წერილი ახალი წერილით უკან. “დიდი მადლობა, რასაკვირველია მადლიერი დაგრჩებით..”

რამდენიმე თვის შემდეგ უკვე ვიღებ ქალბატონი ნოიმანის ვაჟიშვილის წერილს, ბატონო შევარდნაძე, მე არ ვიცი რა გაკავშირებთ დედაჩემთან, მაგრამ თუ ისურვებთ შემიძლია თქვენი წერილი გავუგზავნო მას. დედა უკვე მეშვიდე წელია ცხოვრობს “სინიორენჰაუსში””.

(მხოლოდ გერმანელებს შეუძლიათ ასე.)

არ დავიზარე “ბატონო ჰოლცმან, მადლიერი დაგრჩებით…”

იმ წლის ბოლოს, ახალი წლის წინ მივიღე ქალბატონი ნოიმანის თბილი, ემოციური პასუხი.. კულტურულად, ლამაზად წერს თავის ბავშვობაზე, სკოლაზე, გავლილ რთულ და საინტერესო ცხოვრებაზე. ვფიქრობ ეს წერილი დაბეჭდვას გასაჯაროებასაც იმსახურებს..

რათქმაუნდა ვუასუხე, მიპასუხა… საინტერესოა ცხოვრება.

გაზაფხულზე მიუნხენში ჩავედი, დარჩენილი გამოცდა მქონდა ჩასაბარებელი. ჩემს მასპინძელს, მეგობარს ვთხოვე:

-ანდრეას, გამყევი მოხუცებულთა სახლში, მეგობარი უნდა მოვინახულო. გავაკვირვე ადამიანი, შევკარი მოკრძალებული ფერადი ბაიების თაიგული და ვეწვიე ქალბატონ ზიგლინდეს ჩანთით მხარზე. სიტვებით ძნელია გადმოვცე ემოცია, არც შევედები.

დავმეგობრდით, მიუნხენში თუ ჩავდივარ მასთან სტუმრობა ერთერთი აუცილებელი და სასიამოვნო ამბავია. “სინიორენჰაუზის” კაფეტერიაში ვხვდებით და ბევრ საინტერესო რამეზე ვსაუბრობთ. ათი წელი მაინც გავიდა ამ უცნაური მეგობრობიდან.

შარშან გაგანია პანდემიის დროს მივიღე მეილი, იურისტისაგან, რომელიც მატყობინებს, რომ ქალბატონი ნოიმანის ანდერძის სიაში ვარ მოხსენიებული რიგით მეშვიდე. იმ დღესვე მივწერე ვაჟიშვილს სადაც ვწერდი, რომ თავს უხერხულად ვგრძნობ, არ მინდა მათთან , შვილებთან უსიამოვნება და ასე შემდეგ.

ქალბატონი სულ მეუბნებოდა, რომ ღირსეული სამი შვილი გაზარდა. მათი პასუხით ეს ჩემთვის დადასტურდა.

“ვაჟიშვილი მემადლიერება ინფორმაციისთვის და მპასუხობს. ” გავაცანი თქვენი წერილი ჩემს ორივე დას. მინდა გიპასუხოთ ჩვენი, სამივეს სახელით. ბატონო შევარდნაძე დედას სიტყვას და მის გადაწყვეტილებას ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემდით და ვასრულებდით. ასეა ახლაც მისი ღრმა მოხუცებულობისადა მიუხედავად….”

არ ვიცი (ამის კითხვა ძალიან უხერხულია) ქალბატონი ზიგლინდესაგან სასახლეს მივიღებ მემკვიდრეობით მიუნხენში, თუ ერთ წინდას ან წიგნს, მაგრამ ეს ამბავი რჩება ჩემთვის ამ ერის, ამ ხალხის განსაკუთრებულობის მაგალითად..

რამდენი რამ მასწავლეს, რამდენი…

#GardeniaShevardnadze

ფოტო #ზაქრიაჭელიძე“, – წერს შევარდნაძე.

Cesko