ამერიკაში მცხოვრები ქართველი ასტროლოგი, ბრიჯიტ ივანნა გრუზინსკი, სოციალურ ქსელში ნუცა ბუზალაძის წარმატებაზე წერს და ამბობს, რომ ნუცამ უკვე გაჭრა ის არხები და გაიღო უკვე მისთვის ის კარიბჭეები, რომელიც მისი კარიერის ზენიტში აყვანას დაეხმარებ.
“როგორც უკვე იცით, ჩვენმა გოგომ გვასახელა, გადავიდა 20-ში და ააფეთქა სცენა “Un-Break My Heart” -ით. სრული მობილიზაცია ხალხო და შევესიეთ ხმის მიცემას.
ისეთი ამაყი ვარ, დანარჩენი რა მოხდა შოუზე არც კი ვიცი, ყურებში წუის რაღაც ნუცას გამოსვლის მერე…
ხვალ Live-ით შემოგივარდებით ისევ და ისევ ერთად ვიკივლოთ ხვალინდელი გამარჯვება.
როგორც live-ის დროს ვთქვი, ნუცამ უკვე გაჭრა ის არხები და გაიღო უკვე მისთვის ის კარიბჭეები, რომელიც მისი კარიერის ზენიტში აყვანას დაეხმარება… ნუცა უკვე მოგებულია და მისი ცხოვრება “ძველებური” აღარასოდეს იქნება. სრულიად საქართველოს გილოცავთ დღევანდელ დღეს.
შემდეგ შაბათს, 29 აპრილს ვიკრიბებით Cantal Park-ში და ვისაც რა კამერის და დრონის საშუალება გაქვთ, წამოიღეთ და ჩავწეროთ ვიდეო For The American Idol და დავანახოთ , რომ ნუცას ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს იმ “ჯორჯიიდან”, ვინც არ იცოდა- ჩვენმა გოგომ რომ გააცნო
წამოდით დიდიან-პატარიანად. 3 Pm Central Park რომ იწყება E59Th St.-თან კუთხეში შევიკრიბოთ.დაპლიუსდით კომენტარებში. ძალა ჩვენში და ერთობაშია “,- წერს ასტროლოგი