Audi დაბალბიუჯეტური მოდელების დაბრუნებას გეგმავს

0
218
27 Views

Volkswagen-ის მფლობელობაში არსებული Audi 2023 წელს შემოსავლების მნიშვნელოვნად ზრდას გეგმავს. კომპანიის მოლოდინი მიმდინარე წელს შემოსავლის 69-72 მილიარდი ევროთი გაზრდაა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 61.8 მილიარდ ევროს შეადგენდა. გერმანული ავტომწარმოებელი ამის მიღწევას დაბალბიუჯეტური ავტომობილების დაბრუნებით გეგმავს. ჩიპების დეფიციტის შემსუბუქების ფონზე, Audi-ს ამის შესაძლებლობა გაუჩნდა.

2022 წელს ნახევარგამტარების კრიზისის დროს Audi-მ უპირატესობა მაღალი ღირებულების მქონე პროდუქტების გაყიდვას მიანიჭა. ამჯერად კი საკუთარ სეგმენტს შედარებით დაბალი კომპლექტაციის მოდელებსაც დაუმატებს.

Cesko