ჯო ბაიდენი აშშ-ის პორტებში რუსული გემების შესვლაზე დაწესებულ აკრძალვას ახანგრძლივებს

0
211
55 Views

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აშშ-ის პორტებში რუსეთთან აფილირებული გემების შესვლაზე დაწესებული აკრძალვის ვადას ახანგრძლივებს.

„რუსეთის ფედერაციის მთავრობის პოლიტიკა და ქმედებები გააგრძელოს უკრაინის წინააღმდეგ წინასწარ განზრახული, გაუმართლებელი, არაპროვოცირებული და სასტიკი ომი კვლავ წარმოადგენს ეროვნულ საგანგებო მდგომარეობას შეერთებული შტატების საერთაშორისო ურთიერთობების დარღვევის ან დარღვევის რისკის გამო. ამიტომ, გადავწყვიტე, რომ აუცილებელია გაგრძელდეს 10371 პროკლამაციაში გამოცხადებული ეროვნული საგანგებო მდგომარეობა“, – აცხადებს ბაიდენი კონგრესისადმი მიწერილ წერილში.

ცნობისათვის, ბაიდენის ბრძანებას, რომელიც გასული წლის აპრილში გამოქვეყნდა და რომელიც აშშ-ის პორტებში რუსეთთან აფილირებული გემების შესვლის აკრძალვის ითვალისწინებს ვადა მიმდინარე კვირაში ეწურება.

Cesko