“ხატები ოთახებში დაფრინავენ, მირონი სდის ყველა ხატს, ხანძრები ჩნდება და ქრება…” – რას ჰყვება კაცი, რომლის სახლშიც გაუგონარი ამბები ხდება

0
358
29 Views

“სახლში ხანძრები თავისით ჩნდება და ცეცხლიც თავისით ქრება, ხატები ოთახებში დაფრინავენ, ყველაფერი დავტოვეთ და წამოვედით…” – ასე დაიწყო საუბარი “პრაიმტაიმთან” იმ სახლის პატრონმა, სადაც, მისივე თქმით, პარანორმალური მოვლენები ხდება.

ყველაფერი ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ სამყურში ასე დაიწყო – გიორგობას, 23 ნოემბერს, ოჯახში ღვთისმშობლის ხატი მოაბრძანეს, რომელიც კიბოსგან განკურნებისა და ცეცხლთან მებრძოლად ითვლება. იმ დროიდან აქამდე, ხატს მირონდენა დაეწყო.

ორი კვირის განმავლობაში, სახლში ხანძრები ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ჩნდებოდა, იწვოდა ყველაფერი,  ცეცხლს არავინ აქრობდა, რადგან თავადვე ქრებოდა. ოჯახმა სახლი მას შემდეგ დატოვა, როცა, მათივე თქმით, ოთახებში ხატებმა ფრენა დაიწყეს, სხვადასხვა ნივთები კი იმსხვრეოდა და ყველაფერი თავდაყირა დგებოდა.

“პარანორმალური მოვლენები მას შემდეგ დაიწყო, რაც სახლში ხატი მოვაბრძანეთ, ეს 23 ნოემბერს იყო, ეს ცეცხლთან მებრძოლი და კიბოსგან განკურნების ხატია. ხანძარმა თავისით თავისით დაიწყოგაჩენა, სახლში, რაც ნაჭრის, ხის ან ქაღალდის იყო, ყველაფერი იწვოდა. ლოგინი, მატრასი, სკამები და ფარდა აღარ დაგვრჩა. ასევე, საინტერესო ისაა, რომ ცეცხლი თავისით ქრებოდა.

სახლში მხოლოდ კედლები და ხატები დარჩა, სხვა ყველაფერი დაიწვა. ჯერ ერთ ხატს  მირონდენა , მალევე მეორე ხატსაც დაეწყო მირონდენა,” – უთხრა “პრაიმ ტაიმს” ოჯახის უფროსმა, რომლის სახლში, მისივე თქმით, წარმოუდგენელი ამბები ხდება.

წყარო: https://primetime.ge/

Cesko