მოსამართლემ განაჩენი გამოუტანა ყველა ქალს, ვინც ძალადობის ქვეშაა – ნეკა დოროყაშვილი

October 22, 16:55
0
230

ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის თქმით, ის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას კატეგორიულად არ ეთანხმება და მას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

“ოფიციალურად მოვაწერეთ ფემიციდს ხელი. რეალურად, მოსამართლემ განაჩენი გამოუტანა ყველა იმ ქალს, ვინც დღეს ამ წუთასაც იმყოფება ძალადობის ქვეშ. რა თქმა უნდა, კატეგორიულად არ ვეთანხმებით მოსამართლის გადაწყვეტილებას, აუცილებლად ვიბრძოლებთ, ჩვენ მივდივართ ყველა ინსტანციაში, ეს ბრძოლა არ დამთავრებულა, პირიქით, ახლა იწყება”, – თქვა ნელი დოროყაშვილმა.

ცნობისთვის, საქალაქო სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება, გუშინ, 21 ოქტომბერს გამოაცხადა. მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას გადაწყვეტილებით, ბასილაშვილი ყველა ეპიზოდზე გამართლდა.

Cesko