30 Views
იაპონიის პრემიერ-მინისტრის, ფუმიო კისიდუს მიმართულებით ასაფეთქებელი მოწყობილობა ისროლეს, როდესაც ის ქალაქ ვაკაიამაში სიტყვით გამოდიოდა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
აფეთქება იმ მომენტში გაისმა, როდესაც პრემიერ-მინისტრი მმართველი პარტიის კანდიდატს ესაუბრებოდა. კისიდუ არ დაშავებულა, ხოლო თავდამსხმელი დააკავეს.
კისიდუზე თავდასხმა დაახლოებით ერთი წლის მერე მოხდა, რაც 2022 წლის ივლისში იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრზე, სინძო აბეზე თავდასხმა განხორციელდა. მას ორჯერ ესროლეს სანადირო თოფიდან, აბე საავადმყოფოში გარდაიცვალა.