ვინ არის სასულიერო პირი, რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა

0
486
26 Views

ნიკომიდიის მიტროპოლიტი იოაკიმე გარდაიცვალა – ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

“დღეს, დიდ პარასკევს, 2023 წლის 14 აპრილს, მსოფლიო საპატრიარქოს ნიკომიდიის ერთ-ერთმა უხუცესმა მიტროპოლიტმა იოაკიმემ მკვდრეთის აღდგომისა და უფალთან შეხვედრის იმედით მიიძინა.

მისმა მეუფებამ უკანასკნელად კონსტანტინოპოლის საავადმყოფოში ამოისუნთქა და სული განუტევა, სადაც დაახლოებით 21 წელი ჯანმრთელობის პრობლემების გამო იმყოფებოდა.

ილია ნერანძულისი, იგივე მიტროპოლიტი იოაკიმე დაიბადა კონსტანტინოპოლში 1942 წლის 1 მარტს.

1966 წელს დაასრულა ხალკის თეოლოგიური სასწავლებელი.

1966 წლის 18 დეკემბერს ქალდიის მიტროპოლიტ კირილეს მიერ ღვთისმშობლის მიძინების წმინდა ტაძარში ხელდასხმულ იქნა დიაკვნად, 1973 წლის 21 სექტემბერს კი ქალკედონის მიტროპოლიტ მელიტონის მღვდლად.

1973 წლის 23 სექტემბერს ფანარის წმინდა გიორგის საპატრიარქო ტაძარში ხელდასხმული იქნა მელიტინის ტიტულოვან ეპისკოპოსად და დაინიშნა მსოფლიო პატრიარქის დამხმარე ეპისკოპოსად. ხელდასხმა შეასრულა ქალკიდონის მიტროპოლიტმა მელიტონმა, რომელსაც ეხმარებოდნენ მიტროპოლიტი ლაოდიკიელი მაქსიმე და როდოპოლელი იერონიმე.

1977 წლის 27 ივნისს ამავე წოდებით მიტროპოლიტის რანგში აღამაღლეს. 1991 წლის 10 დეკემბერს არჩეულ იქნა ქალკედონის მიტროპოლიტად.

2008 წლის 21 მარტს მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა აირჩია ნიკომიდიის მიტროპოლიტად.

1990 წელს მიტროპოლიტი იოკაიმე მსოფლიო საპატრიარქოში ესწრებოდა საქართველოს საპატრიარქოს უძველესი და ისტორიული ავტოკეფალიის აღიარების ცერემონიალს. ავტოკეფალიის აღიარების დოკუმენტს იგი ხელს აწერს როგორც “მელიტინის მიტროპოლიტი იოაკიმე”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მსოფლიო საეკლესიო სიახლენი ავრცელებს.

Cesko